
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი აირჩიეს.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი მამაცაშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, არჩილ გოგელია, ნანა დევდარიანი, აკაკი სიხარულიძე, ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ხუბუა, ვახტანგ(გოჩა) ხუნდაძე.სხდომას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო პრეზიდიუმის წევრი ნანა ლომაია.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ნანა დევდარიანი დაინიშნა, მოადგილეებად: ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ხუბუა, აკაკი სიხარულიძე და ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე, ხოლო ჟურნალისტთა ფედერაციის მდივნებად - თეიმურაზ ქორიძე, თამარ ბოლქვაძე და გუბაზ მეგრელიძე.
„პრეზიდიუმმა იმსჯელა არაერთ აქტუალურ საკითხზე, რომელთა გადაწყვეტასაც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0