19/11/2021
11:33
პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე. მისი გარდაცვალების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ საქართველო უკან დაიხევს ავტორიტარიზმისა და კრონიზმისკენ.
სააკაშვილი საქართველოს 2004-2013 წლებში ხელმძღვანელობდა; მან უდიდესი წვლილი შეიტანა ე.წ. ვარდების რევოლუციაში, რომელმაც ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური დომინირება დაასრულა. მაგრამ ვლადიმერ პუტინის მომხრე მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის (რომელიც, ფარულად, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ნამდვილ ძალას წარმოადგენს) აღზევების შემდეგ, სააკაშვილს სისხლის სამართლის გამოგონილი ბრალდება წაუყენეს.
სამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით, ექს-პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო და თავი უკრაინას შეაფარა. ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტამდე, სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობდა. უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილს ბრალი წაუყენა და უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 1 ოქტომბერს კი, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების მიზნით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რასაც ქართველი სამართალდამცავების მიერ მისი დაკავება მოჰყვა.
ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მის მხარდასაჭერად სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც მსგავსი ქმედებებით დაკავდნენ. პროდასავლელი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია უკვე ორი კვირაა შიმშილობს და სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მოვლენების ფონზე დუმს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის მიერ შავ ზღვაში აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო გემების მასპინძლობის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ სააკაშვილისადმი საქართველოს მთავრობის მოპყრობის უფრო ძლიერი დაგმობით შესაძლოა თბილისი პრორუსული პოზიციისკენ გადაიხაროს. ეს შეცდომაა. ქართველები შეერთებული შტატებისგან ლიდერობას მოელიან და მთავრობის მიდგომაც ნათელია: ის სერიოზულ დასავლურ ჩართულობას რუსულ კრონიზმს ამჯობინებს. ივანიშვილი კანონის უზენაესობას არ სცემს პატივს. ქართველებს სჭირდებათ და იმსახურებენ აშშ-ის მორალურ ლიდერობას და მხარდაჭერას.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რათა მან შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ მის პოლიტიკურ ოპონენტებში წმენდის ჩატარება დასავლური რეაგირების გარეშე მართლაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში კი, ყველაფერი ძალიან სწრაფად გაუარესდება.
0
0