06/04/2022
13:54
პოლიტიკა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
„რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან, ეს არის სერიოზული თავისი ბუნებით და ასეც უნდა მივუდგეთ. ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით. რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
0
0