11/04/2023
11:18
პოლიტიკა
უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
ორგანიზაცია ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს “წამებად” აფასებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ის მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გაუშვას.
"სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას. საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედება არის წამება და უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელისთვის სიცოცხლის უფლების წართმევა, რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამება, გადადოს განაჩენის აღსრულება და სააკაშვილი გადასცეს მესამე ქვეყანას - მისი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით", - ნათქვამია უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებაში.
0
0