26/04/2022
10:46
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა ომისთვის მზად არ არის.
ფეიგიმა ბლინკენის გუშინდელი განცხადება გაიხსენა, რომელმაც თქვა: „რუსეთი ისე დასუსტდება, რომ თავდასმას ხელახლა ვეღარ შეძლებს, ვინაიდან უკრაინაში მარცხდება“.
ფეიგინის აზრით, თუ ბელარუსთან კონფლიქტი დაიწყება, მაშინ “ხანძრის ჩაქრობა ბენზინით მოუწევს”.
არესტოვიჩის შეფასებით, თუ კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა, ის მოგვიანებით მოხდებოდა.
"არც მოლდოვის ხელმძღვანელობა, და მით უმეტეს, არც საქართველოსი ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. იმიტომ, რომ მათთვის ომი რეალობა არაა. შეიძლება ყველაფერი მათ საზღვრებთან ხდებოდეს, მაგრამ საშინელებასთან პირისპირ აღმოჩენა არ უნდათ, ამისთვის მზად არ არიან, როგორც პოლიტიკურად, ისე სტრუქტურულად, შესაბამისი გუნდი არ ჰყავთ. პრინციპში, ომის ადამიანები არ არიან. წესით მათ ომი პირველებს უნდა დაეწყოთ, მაგრამ ამის ხალხი არაა. ეს შეეძლო გაეკეთებინა მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს და სააკაშვილს, მაგრამ ამის ნიშნები სიახლოვესაც არ შეინიშნება”, - თქვა არესტოვიჩმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024