
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შესახებ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი არასწორ ადგილას ეძებს მტრებს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს.
„თითქმის სიტყვასიტყვით რუსული პროპაგანდის თეზისების გამეორებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში, სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში“ - აცხადებს ნიკოლენკი.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. საქართველოს ხელისუფლება მტერს არასწორ ადგილას ეძებს", - განაცხადა ნიკოლენკომ.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როცა უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დამოუკიდებლობისთვის. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელმაც გვსურს, არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უკრაინელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისგან.
0
0