09/01/2025
22:32
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კროსოვერში (1/8-ფინალის დარ მატჩში) რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრის წინ ფავორიტად რუმინელები ითვლებოდნენ, თუმცა ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა ანგარიშში უპირატესობა და შეხვედრა ისე დასრულდა, რუმინელებისთვის დაწევის უფლება არ მიუცია. საბოლოოდ 23:12 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
1/4 ფინალში ბერძენი მწვრთნელის, კაჩიგიასის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთს ეთამაშება. მატჩი 10 იანვარს გაიმართება.
7-7 გოლით ბომბარდირობა გაიყვეს დადვანმა და ახვლედიანმა. შეხვედრა 5 გოლით დაასრულა რუმინელმა გეორგესკუმ.
მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდა:
16:30 უნგრეთი-საქართველო
18:00 საბერძნეთი-იაპონია
19:30 აშშ-მონტენეგრო
21:00 ხორვატია-ესპანეთი
მატჩები 10 იანვარს გაიმართება.
0
0