22/09/2024
23:02
არჩევნები 2024
23-24 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა, რათა შეაფასონ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური კლიმატი, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
დელეგაციას იულიან ბულაი უხელმძღვანელებს.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და წევრებთან, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთანაც.
დელეგაცია ვიზიტის დასასრულს განცხადებას გააკეთებს.
დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.
0
0