-share.jpg)
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, პატივსაცემია საქართველოს შესაძლებლობა, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს ... შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას გააჩნია ვაჟკაცობა თქვას, რომ ისინი იხელმძღვანელებენ თავისი ინტერესებით და ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, პატივისცემას იწვევს“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მანვე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი შარშან 10 პროცენტით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან ვაჭრობის წყალობით და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა სანქციებს შეუერთდეს.
ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების განახლებას“ - განაცხადა ლავროვმა.
0
0