09/06/2022
14:11
პოლიტიკა
საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.
ტოპ ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
1) ესპანეთი – 196 მილიონი დოლარი, მატება 98,000%;
2) დიდი ბრიტანეთი – 87.2 მილიონი დოლარი, კლება 1.4%;
3) თურქეთი – 67.1 მილიონი დოლარი, მატება 130%;
4) ჩინეთი – 36.4 მილიონი დოლარი, მატება 12,030%;
5) ნიდერლანდები – 33.6 მილიონი დოლარი, მატება 500%;
6) აშშ – 31.7 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები მინუს 59.8 მლნ იყო;
7) მარშალის კუნძულები – 18.3 მილიონი დოლარი, მატება 154%;
8) მალტა – 10.2 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები მინუს 11.9 მლნ იყო;
9) გერმანია – 9.2 მილიონი დოლარი, მატება 26%;
10 ) დანარჩენი ქვეყნები – 78.5 მილიონი დოლარი, მატება 17%.
0
0