
ამერიკელ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა, სამხრეთ კაროლინის შტატში ფოსტის განყოფილების სახელის ცვლილებას უკავშირდება. ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამავე გვერდზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ჯო უილსონს მრავალწლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში 200-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს დარეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ ერთი იქცა კანონად.
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „მეგობარი აქტის“ ავტორმა 2023 წლის 28 მარტს დაარეგისტრირა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი, რომელსაც უმაღლესი განათლების, აკადემიურ, რელიგიურ და სამხატვრო სფეროებში უცხოური გავლენა უნდა აღეკვეთა.
უილსონს ასევე უმუშავია ისეთ ინიციატივებზე, როგორიცაა რეზოლუციის პროექტი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის გამარჯვების შესახებ აზრის გამოხატვის თაობაზე, ასევე მძევლად ამყვანი პირების უხელფასოდ დატოვება.
0
0