
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „ნიკორა ტრეიდის“ ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის, პროფესიული მიმართულებებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა იყო.
ღონისძიების ფარგლებში „ნიკორა ტრეიდის“ შერჩევის გუნდის წევრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს კომპანიის ის სფეროები, სადაც დასაქმება რეალურად არის შესაძლებელი, ასევე ისაუბრეს კარიერული განვითარების პერსპექტივებზე და იმ უნარებზე, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევადაა საჭირო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს როგორც კერძო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობის გაღრმავებაზე. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აცხადებს, უნივერსიტეტის მიზანია კარიერული განვითარებისთვის სტუდენტებს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მისცეს სტაჟირების პროგრამებში ჩართვისა და სამუშაო პრაქტიკის მიღების მხრივ, ასევე, კარიერული სემინარებისა და ტრენინგების სახით.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და მათი შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ იმ კომპანიების საქმიანობას, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკაში და უკეთ გააცნობიერონ შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნები.
ასეთი ინიციატივები სტუდენტებს ეხმარება არა მხოლოდ კარიერული გზის განსაზღვრაში, არამედ საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებასა და იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც თანამედროვე დასაქმების გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქნება ეს პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება თუ კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარები.
უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილებისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა კარიერული ზრდის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორობის გასაღრმავებლად აქტიურად ვმუშაობთ როგორც კერძო სექტორთან, ისე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რათა სტუდენტებს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებისთვის, დასაქმების პერსპექტივების გაფართოებისთვის. ჩვენი აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ ეს გვიქმნის მოტივაციას, რომ აქტიური მუშაობა მომავალშიც გავაგრძელოთ, რათა ახალგაზრდებმა სწავლის პროცესშივე შეძლონ კარიერული გზისა და წარმატებული მომავლის დაგეგმვა“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, „ნიკორა ტრეიდის“ წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა დისკუსიაში ჩართულიყვნენ და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ. კომპანიის წარმომადგენლებმა მათ ამომწურავი პასუხები გასცეს, ასევე პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026