
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურადაღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეს. ესარის თარიღი, რომელიც განსაკუთრებულადმნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევეკაცობრიობის მდგრადი განვითარების მიმართულებით. წყალი არის სიცოცხლის საფუძველი, ცივილიზაციისგანვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა დასტრატეგიული რესურსი, რომლის მართვაც თანამედროვემსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილება, ურბანიზაციის ზრდა, წყლისრესურსების არარაციონალური გამოყენება და დაბინძურებაის პრობლემებია, რომლებიც გვაიძულებს, კიდევ უფროღრმად და პასუხისმგებლობით მივუდგეთ წყლის მართვისსაკითხებს. თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება დაამ ცვლილებებთან ადაპტაცია შეუძლებელია ახალგაზრდათაობის აქტიური ჩართულობის გარეშე. სწორედ სტუდენტებიწარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ და ინოვაციურ ძალას, რომელსაც შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოსთვისახალი ხედვების, მიდგომებისა და ტექნოლოგიებისშეთავაზება. მივესალმები წყლის რესურსების დაცვისმსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს და წარმატებას ვუსურვებ ღონისძიების მონაწილეებს“, - ამისშესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისრექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ წყლისრესურსების დაცვის მსოფლიო დღისთან დაკავშირებულსპეციალურ მიმართვაში აღნიშნა.
სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლისრესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მეხუთეფორუმს ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები - საქართველოსენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორისმოადგილე ბექა ბარბაქაძე; კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (gwp) ინტეგრირებული მართვის სისტემებისდეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი; შპს „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი პაატა ცინცაძე, წყალმომარაგების, ენერგეტიკის და ჰიდროინჟინერიის სფეროების სპეციალისტები, ექსპერტები, სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.
ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარებისფაკულტეტის, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისადა ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა.
როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მისასალმებელსიტყვაში განაცხადა, ფორუმზე წყლის ინჟინერიის სფეროშიარსებული გამოწვევები და მათი გადაჭრისსამეცნიერო-ტექნოლოგიური გზები განიხილება, სადაცსაკუთარ ხედვებს ერთმანეთს უზიარებენ მეცნიერები, პრაქტიკოსები და ახალგაზრდა თაობა. მისივე თქმით, საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალიმოიპოვება, ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენს მეცნიერებთან ერთადსტუდენტების როლი წყლის ინჟინერიის მიმართულებითარსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიეროგზების ძიების პროცესში. უნივერსიტეტი განსაკუთრებულმნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა კვლევით საქმიანობაშიჩართვას. სასწავლო პროცესთან ერთად, მათ ეძლევათშესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიეროპროექტებში, იმუშაონ თანამედროვე ლაბორატორიებში დაითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისოექსპერტებთან. ეს გამოცდილება მათ პროფესიულ ცოდნასუღრმავებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები არშემოიფარგლონ მხოლოდ თეორიული ცოდნით. წყლისრესურსების მართვა მოითხოვს კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ ხედვას, სადაც ინჟინერია, ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები ერთმანეთთანმჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ მრავალმხრივიცოდნის შერწყმა ქმნის საფუძველს მდგრადი და ეფექტიანიგადაწყვეტილებებისთვის“, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
ფორუმზე მკვლევრებმა და სპეციალისტებმა განიხილეს თემები, რომლებიც ეხმიანება ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს: ფერადი მეტალურგიის ჩამდინარე წყლების მძიმე მეტალებისგან გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები - მდგრადი განვითარების პერსპექტივები; წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირებისათვის ნიადაგ-გრუნტის ძირითადი მახასიათებლების დადგენა; წყალსაცავში ღვარცოფული ტალღების პროგნოზირებისა და კაშხლის გადავსების რისკების შეფასებისთვის მიახლოებითი ანალიტიკური დამოკიდებულებები; წყალმომარაგების ექსპლუატაციის თანამედროვე გამოწვევები - მიწისქვეშა წყლების დაცვა დაბინძურებისა და დაშრეტისაგან. შავი ზღვისა და მასში ჩამავალი მდინარეების თანამედროვე ხარისხის შეფასება; საქართველოს მინერალური წყლების რესურსული პოტენციალი და მათი რაციონალური გამოყენება; საქართველოს წყლის რესურსების ენერგეტიკული ათვისების პრიორიტეტები; წყლის რესურსების დაცვა და სასმელი წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები; კოლხეთის დამშრობი სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის გასაწევი დანახარჯების ნომენკლატურა და მათი გაანგარიშების ნორმები.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს ფორუმისორგანიზატორებმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე, წლევანდელი წყლისა და მყინვარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა და სტუდენტთა მე-3 ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ ერთობლივი ძალებით გამოცემული საფაკულტეტო ჟურნალის მეორე ექსპერიმენტული გამოშვება გადაეცათ.
0
0