საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
15/03/2022
10:37
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა.
სხდომა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად.
0
0
261
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%