
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღეს დეპუტატებს უკრაინელი ბავშვების მხარდამჭერი, საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ესაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად თბილისისა და რეგიონების სკოლებში 2300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული, ხოლო თბილისისა და ბათუმის უკრაინულენოვან სექტორში განათლების მიღებას 1500-ზე მეტი მოსწავლე განაგრძობს.
მინისტრის ინფორმაციით, უკრაინულ სექტორებში უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი და უკრაინულენოვანი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში ვერ აგრძელებენ და გამოხატავენ სურვილს, სწავლა საქართველოში გააგრძელონ, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უკრაინელი მოსწავლეებისთვის ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
0
0