
ოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა და 5:31 დამარცხდა.
პორტუგალიელებმა პირველ ტაიმში ოთხი ლელო დადეს, რომელთაგან სამი შედეგიაბად გარდასახეს და ტაიმი 26:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს მდგომარეობს გამოსწორება გაუჭირდა, მატჩის ბოლოს მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხა და საბოლოოდ 5:31 დამარცხდა.
ქართველი მორაგბეები ბრძოლას მე-5 მე-8 ადგილებისთვის განაგრძობენ და 27 ივნისს გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან.
დღესვე შვიდკაცა რაგბის ტურნირზე კიდევ სამი მეოთხედფინალი გაიმართა:
ირლანდია – ბელგია 26:7
ესპანეთი – იტალია 36:7
დიდი ბრიტანეთი – გერმანია 14:10
ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ირლანდია – პორტუგალია
ესპანეთი – დიდი ბრიტანეთი
0
0
საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება
16/02/2026