
რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეების სანქცირებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
კერძოდ, გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რა წყაროებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ შეკითხვის პასუხად ელჩმა ვრცლად ისაუბრა ამერიკა-საქართველოს 30-წლიან მეგობრობაზე და ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე.
რაც შეეხება მოსამართლეების სანქცირებას, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამ სანქციებს ამერიკული კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არაინ კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
11/08/2025