16/02/2026
22:23

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შერეული საბრძოლო ხელოვნების ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ქართველმა მებრძოლებმა ექვს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და ჯამში 21 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია.
უმცროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ევროპის ჩემპიონობა სინან მამედოვმა (52 კგ) და ელენე გლურჯიძემ (47,6 კგ) იზეიმეს.
ასაკობრივ კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონები ღვთისო კვიციანი (52,2 კგ), გიორგი პირველი (65,8 კგ), გეგა კორძაია (48 კგ), ლუკა ბერიძე (40 კგ), ნოდარ ნოზაძე (57 კგ) და შამილ მაგამედოვი (31 კგ) გახდნენ.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლები თორნიკე ბაქრაძემ (52,2 კგ), დიტო ანთიამ (88,4 კგ), საბა ბაკურაძემ (97 კგ), ლაშა რეხვიაშვილმა (52 კგ), დავით ნინიაშვილმა (57 კგ), ბესარიონ კატშანმა (62 კგ), ცოტნე ბიზიკაშვილმა (44 კგ) და ცოტნე მელაშვილმა (48 კგ) მოიპოვეს.
უფროსებს შორის ვიცე-ჩემპიონი გივი ბერიძე (70,3 კგ) გახდა, აკაკი გოდერძიშვილმა (97 კგ), ანა აბრამიშვილმა (56,7 კგ), ილია ბოკუჩავამ (52,2 კგ) და მარიამ მედოიძემ (47,6 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
0
0