
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელიც თბილისში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად იმყოფებოდა, მოსკოვში ჩავიდა.
„ჩამოსვლა მოსკოვში. ცივი ამინდი ახლოვდება, ენერგოუსაფრთხოება ისევ ყურადღების ცენტრშია“; "დილის მდინარის ნაპირი მოსკოვში მშვიდია, მაგრამ ცივი", - წერს სიიარტო სოციალურ ქსელებში.
რუსული მედიის ცნობით, უნგრელი პოლიტიკოსი რუსეთის ენერგეტიკის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე თავად სიიარტომ განაცხადა, რომ აპირებდა რუსეთის ხელისუფლებასთან „ენერგეტიკის საკითხების“ განხილვას.
სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სიიარტო შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელმაც გარანტია მისცა მას ნავთობისა და გაზის მიწპდების გაგრძელების შესახებ.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026