27/12/2022
01:10
სპორტი
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2022 გაიმართა, რომელზეც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გურამ კაშია.
ამასტან, დღესვე, 2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ეთერ სულაშვილი დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ანზორ მექვაბიშვილს გადაეცა. ფუტსალის წლის მოთამაშე კი საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე გახდა.
წლის რჩეულთა გამოსავლენ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ლიგის ათი გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა, ქალთა და ფუტსალის ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.
0
0