
გერმანელ სპორტულ კომენტატორს სექსიზმში დასდეს ბრალი.- წერს "დოიჩე ველე".
გამოცემის ინფორმაციით, ფიგურისტმა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც 2026 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოდის, მოკლე პროგრამაში თავისი რეკორდული 71,77 ქულა დააგროვა. თუმცა, ტელეკომპანია ARD-ის კომენტატორმა დანიელ ვაისმა, პირველ რიგში, არა მისი მიღწევა, არამედ ოჯახური მდგომარეობა აღნიშნა: „ბატონებო, სამწუხაროდ, ის უკვე გათხოვილია“, — თქვა მან პირდაპირ ეთერში.
სოციალურ ქსელებში ვაისი მაშინვე მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა:
„თუ სპორტული კომენტატორები ხართ, სპორტზე გააკეთეთ კომენტარი,“ "ვაისმა გუბანოვა სუბიექტიდან ობიექტად აქცია: „რას ვხედავ მე? სპორტსმენს, მაღალ შედეგს, სიამაყეს, ძალასა და სიმსუბუქეს. რას ხედავს კომენტატორი? იდეალურ ცოლს“. - დაწერეს სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, დანიელ ვაისმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მან გუბანოვას სპორტულ მიღწევებსაც გაუსვა ხაზი, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი იყო „არა მხოლოდ სპორტზე კომენტირება“. „ჩემი სტილია, ვაჩვენო ადამიანიც,“ — დასძინა მან.
0
0