22/02/2023
23:26
სპორტი
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ 2 შეხვედრას 23 თებერვალს (ნიდერლანდებთან) და 26 თებერვალს (ისლანდიასთან) გამართავს, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი პირველად მსოფლიოს პირველობაზე გავლენ.
ხვალ, 23 თებერვალს, თბილისის დროით, 22:30 საათზე, ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დაპირისპირება გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დარბაზი 3000 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.
ნაკრებს ნიდერლანდებში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში უცხოეთში მოთამაშე 3 ლეგიონერი - გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი შეუერთდა. ნაკრებს მალევე შეუერთდა გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია.
ზუროსმა ნიდერლანდებში ჩასვლიდან პირველი ვარჯიში იმ დარბაზში გამართა, სადაც მატჩი უნდა გაიმართოს. ალმერე ამსტერდამთან ახლოსაა. ნაკრები იმ სასტუმროში დაბინავებული, რომლის სიახლოვეს იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონია. სასტუმროდან დარბაზამდე 20 კილომეტრია.
რაც შეეხება ისლანდიასთან შეხვედრას, ეს უკვე 26 თებერვალს თბილისში გაიმართება.
0
0