
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გრაცის სკოლაზე თავდასხმის გამო ავსტრიას სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ ღრმად შოკირებული ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლით. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა ამ მძიმე პერიოდში. სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები ავსტრიელი 21 წლის მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.
0
0