28/09/2025
15:03

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიუ-იორკის იელის კლუბში, ნიუ-იორკის მერიასთან ერთად უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა.
მაკა ბოჭორიშვილმა საიუბილეო თარიღი მოულოცა უცხოელ კონსულთა საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტი ქვეყანა ამჟამად საქართველოა. სიტყვით გამოსვლაში კი ისაუბრა გლობალური კავშირების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყნის მისწრაფებაა გაზარდოს ძალისხმევა განავითაროს დიასპორული ორგანიზაციების როლი ინკლუზიური და მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დიასპორების წარმომადგენლები.
"ღონისძიება გაიმართა ძალიან სასიამოვნო გარემოში. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიასპორის როლს და მნიშვნელობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ასევე მან ისაუბრა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსზე. ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ნიუ-იორკის მერის მოადგილე, სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები", - აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ნიუ იორკში მაია ბართაია.
0
0
ლარი 30 წლისაა!
02/10/2025