საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა
A-
+A

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს (National Prayer Breakfast) დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებებს ასევე დაესწრო აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი. - ინფორმაიას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს (National Prayer Breakfast) დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებებს ასევე დაესწრო აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
სამიტი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა და აღნიშნული თავისუფლებების განმტკიცებისათვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება. მინისტრის მოადგილემ, სამიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიის (USCIRF) თავმჯდომარესთან, ვიკი ჰარცლერთან. შეხვედრის დროს ლაშა დარსალიამ ვიკი ჰარცლერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლებისა და ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების შეზღუდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა რელიგიური თავისუფლების სამიტის თანათავმჯდომარესთან, სემ ბრაუნბეკთან.
ეროვნული ლოცვის საუზმე 1953 წლიდან იღებს სათავეს და ამერიკის კონგრესის ხელმძღვანელობით სხვადასხვა მრწამსისა და აღმსარებლობის ადამიანს უყრის თავს. ტრადიციისამებრ, ღონისძიებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა, მისი ადმინისტრაციის სხვა პრიორიტეტებთან ერთად, აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თეთრი სახლისთვის რწმენისა და რელიგიური თავისუფლების ფასეულობები და მათი დაცვა.
ღონისძიებების მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც სასულიერო ლიდერები, ამერიკის ფედერალური მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
24
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%