
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს და ამჯერად უკრაინულად წერს, რომ საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსეთის ხელისუფლება უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ის პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ვიტარების შესაცვლელად.
„მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გადაიქცა რუხი სქემების მთავარ ცენტრად, რომელიც კვებავს უკრაინელებს და კლავს რაკეტების წარმოებას.
საქართველოდან რუსეთში მაცივრებისა და სარეცხი მანქანების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველოზე გადის ტრანზიტი სომხეთიდან და თურქეთიდან.
როცა საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული ხელისუფლება უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შევცვალო“ - წერს სააკაშვილი.
0
0