
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:
სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზირებული ვადები;
რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის მექნიზმები;
სატარიფო პირობები;
ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები.
სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწოდების ვადებია, შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.
0
0