
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მოდერნიზაციის პროექტის დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა. ლაშა აბაშიძე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის დეტალები გაიარა.
გენერალურმა დირექტორმა ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური, მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი, მშენებარე ხანძარსაწინააღდმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტროცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99% უკვე დასრულებულია.
ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია - სახანძრო სისტემების, ვიდეო სათვალთვალო კამერების, დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განმარტა, რომ მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ქვეყნის სარკინიგზო და სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის, სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
0
0