10/01/2023
17:00
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზის 100%-იანი წილი „საპარტნიორო ფონდიდან“ პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცა, - ამის შესახებ აღნიშნულია ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ინვესტორებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში.
საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში, უმსხვილესი აქტივი - საქართველოს რკინიგზა მთავრობის საკუთრებაში გადავიდოდა, თუმცა ტრანზაქციის ზუსტი დეტალები და თარიღი არ გასაჯაროებულა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებული განცხადება იმის მაუწყებელია, რომ ტრანზაქცია დეკემბერში უკვე დასრულდა და რკინიგზის მფლობელი უშუალოდ მთავრობა გახდა.
აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ისედაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, შესაბამისად, საკუთრების უფლების ცვლილებით რკინიგზა ისევ საქართველოს მფლობელობაში რჩება და არსებითად არაფერი იცვლება.
ამჟამინდელი მდგომარეობით „საპარტნიორო ფონდის“ ანგარიშზე მხოლოდ ერთი მსხვილი აქტივი - „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ რჩება.
ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის 9 თვეში 507 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის შემოსავლის მატება 20%-ით, 11 მილიონ ტონამდე გაზრდილმა ტვირთბრუნვამ განაპირობა.
წყარო: bm.ge
0
0