
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების
პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა,
კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ. ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025