
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა - წერს მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში.
„მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო”, - წერს დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი.
ხატია ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა, არამედ ეს არის ისტორია ადამიანობაზე და სიკეთეზე.
„არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ.
დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.
დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა .
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა.
მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და Eka Gvritishvilii— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა.
მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა ..“,- წერს დონარა გვრიტიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.
0
0
წყალტუბოში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
23/10/2025