
დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სომხეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სასულიერო წრეების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია.
"ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და შესაბამისად, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. განხილული იქნება მიმდინარე თანამშრომლობის, ასევე რეგიონული მშვიდობის საკითხები. მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, ამ ფონზე ასეთი ტიპის ვიზიტები და კონკრეტულად ეს ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა დარსალიამ.
0
0