
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მიხეილ ყაველაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ასევე შეხვდება ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ქვეყნის მთავარსარდალი ხელმძღვანელობს, ასევე არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.
"შეხვედრები არის დაგეგმილი სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მის უწმინდესობასთან გარეგინ მეორესთან. ასევე შეხვედრები იქნება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ნამდვილად არის ისტორიულ მაქსიმუმზე ეკონომიკის მიმართულებით, ბევრი ტურისტული პროექტები ერთობლივი კულტურის სფეროში. განიხილავენ ასევე იმ თემებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენს მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივას და იმას, რომ ამ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.
0
0