
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის ინტენსიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
„არსებული რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტიანი სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სანდო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ეკონომიკურ ურთიერთობებს ავიყვანთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზით.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეები და საერთაშორისო შეთანხმებებისა და ევროკავშირის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025