
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერდანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარისავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოსთავმჯდომარე, მოსამართლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მოდებაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვადა აღნიშნა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია იყო საკონსტიტუციო სასამართლოსმოსამართლე, ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვისა და კონსტიტუციური კონტროლისგანხორციელების გარანტი.
„დაახლოებით ერთი წლის წინ დავდე ფიცი ღვთისა და ერის წინაშე, რომ დავიცავდიკონსტიტუციას. ეს არის ჩვენი ძირითადი, უზენაესი კანონი, რომელსაც საქართველოსთითოეული მოქალაქე უნდა იცავდეს. მით უმეტეს დღეს ჩვენი ქვეყანა საკვანძო ეტაპს გადის, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველა ვხედავთ გარშემო სიტუაციას, გამოწვევებსდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კანონთან მიმართებაში თითოეული ინსტიტუციის დაასევე თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება. ვხედავთ როგორი შემოტევებია, პირდაპირიმნიშვნელობით კონსტიტუციის, კანონის დარღვევასთან დაკავშირებით , ამიტომაც იმ ადამიანებს,ვისაც ხელგვეწიფება, რომ დავიცვათ სახელმწიფო, სახელმწიფოს დაცვა პირველ რიგში ნიშნავსკონსტიტუციის დაცვას, ეს არის ჩვენი უზენაესი ვალდებულება. მინდა გიორგის და თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოსმოსამართლედ გიორგი მოდებაძე გუშინ დანიშნა
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოშედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლესნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამიმეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესისასამართლო.
0
0