
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში პირველი ვიზიტი დაიწყო.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
ჯოზეფ ბორელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მერვე სხდომაზე გადაინაცვლეს.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
0
0
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
26/05/2026
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უკვე შედგა
26/05/2026