
როგორც Politico წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ბრიუსელის მიერ წამოყენებული „ულტიმატუმი“, რომლის თანახმად, თუ ქვეყანა დემოკრატიული კურსიდან გადახვევას კვლავ განაგრძობს, შესაძლოა, საქართველოსმოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ.
"მიმდინარე კვირის დასაწყისში, ევროკავშირმა თბილისს აგვისტოს ბოლომდე ვადა განუსაზღვრა მწვავე საკითხების
მოსაგვარებლად, როგორებიცაა რუსული სტილის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გაუქმება და მოქალაქეებისთვის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ ქუჩაში საპროტესტო აქციები ჩაახშო და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს პატიმრობა მიუსაჯა.
„საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
თუმცა, კობახიძემ მედიას განუცხადა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა მისი ქვეყნისთვის „ეგზისტენციალური“ არ არის და კიდევ ერთხელ დაიცვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. ის ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელი იყო საქართველოს „მშვიდობისა და სტაბილურობის“ უცხოური გავლენისგან დასაცავად. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ, მისი აზრით, უვიზო რეჟიმი საბოლოოდ არ შეჩერდება.
ევროკავშირი, დიდი ხანია, განიხილავს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების სანქცირებას, თუმცა ამისთვის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებაა საჭირო - მმართველ „ქართულ ოცნებას“ კი მოკავშირეები უნგრეთსა და სლოვაკეთში ჰყავს. თუმცა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრა დასჭირდება. იანვარში, საბჭომ უკვე შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის,“ - წერს გამოცემა.
0
0