„საქართველოში, მეოთხე დღე-ღამეა, ქუჩაში ათიათასობით ქართველი დემონსტრაციებს აწყობს. პროტესტი გამოიწვია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ოპოზიციის სიცრუის მსხვერპლი გახდა და დასძინა, რომ არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება. მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა და განმარტა, რომ მასზე მნიშვნელოვანი ზეწოლა განხორციელდა. კობახიძის თქმით, საპროტესტო გამოსვლის მიზეზი „უსაფუძვლოა“ და განაცხადა: „არაფერი შეგვიჩერებია, ეს ტყუილია“.
მანამდე კი, სამი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების „შანტაჟად“ გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ეს საკითხი დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დააყენოს,“ - წერს BBC-ი.
ბევრი ქართველი შოკირებულია ქართველი ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის მასშტაბით. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „სისტემური ძალადობა“ ოპოზიციურმა ჯგუფებმა [და არა პოლიციამ] განახორციელეს.
როგორც საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ BBC-ის განუცხადა, ის თვლის, რომ ძალადობის დონე, თანამდებობის პირების გადადგომები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მიმდინარე საპროტესტო აქციების "ხარისხობრივ ცვლილებაზე" მიუთითებს.
”შესაძლოა, [მთავრობა] ფიქრობდა, რომ ხალხი შეშინდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. გუშინ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ხელოვანები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ძალით შეიჭრნენ პირდაპირი ეთერის დროს. ეს ადრეც მინახავს, რევოლუციამდელ საქართველოში [2003 წელს]," - განუცხადა საბანაძემ BBC-ის.
0
0