საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფოთში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს შეხვდა
22/10/2021
15:14
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფოთში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრი გია ბენაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.
ამით დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის და ფოთის მერობის კანდიდატებს, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
0
0
382
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%