
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
„ჩვენ ყველა თემას შევეხეთ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეუთო-სთვის რაც არის საინტერესო, შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით ის საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას. ასევე, საუბარი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევეხეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0