
,,საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, როდესაც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. კანონპროექტის ინიცირებამ სამხრეთ კავკასიის ქვეყანა გაფართოებულ პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო და მასობრივი შიდა არეულობა გამოიწვია. მთავრობის კრიტიკოსები და დასავლეთის ქვეყნები „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ავტორიტარულად და რუსეთის მიერ ინიცირებულად აფასებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ვეტოს დაადებს. მაგრამ პარლამენტს შეუძლია, ვეტო დაძლიოს და შემდგომი საპროტესტო გამოსვლებისთვის სცენარი შექმნას, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს, დარჩება თუ არა საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, თუ კვლავ რუსეთისკენ აიღებს გეზს,” – წერს Reuters-ი.
„საქართველოს მთავრობის მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი საჭიროა გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის, უცხოელების მიერ მხარდაჭერილი „ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის. 14 მაისს, დებატების დაწყებისას, პოლიციის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1000-მდე მომიტინგემ „ციხე-სიმაგრის მსგავსი“ პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინა. სპეცრაზმმა მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენა. თბილისის ქუჩებში დემონსტრაციები კვირების განმავლობაში გრძელდება. 1991 წელს, მოსკოვისგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 13 მაისს საქართველოს ათი ათასამდე მოქალაქემ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოაწყო. ევროკავშირმა, რომელმაც წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს დეკემბერში მიანიჭა, არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი თბილისის ევროინტეგრაციისთვის ბარიერი იქნება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მას სურს გაწევრიანდეს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში მთავრობამ მკაცრი ანტიდასავლური რიტორიკა მოისმინა. გამოკითხვების მიხედვით, ქართული საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, ბევრი ქართველი რუსეთის მიმართ მტრულადაა განწყობილი მოსკოვის მიერ სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, მხარდაჭერის გამო. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა საქართველოს მთავრობას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
კრემლმა, რომელიც ქართული კანონპროექტის ინიცირებაში საკუთარ როლს კატეგორიულად უარყოფს, განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისი თბილისის შიდა საქმეა და გარე ძალები ჩარევაში დაადანაშაულა,“ - ნათქვამია სტატიაში.
0
0