13/04/2022
19:20
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე.
ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაყვება პაპუაშვილს უკრაინაში, თუმცა როგორც პაპუაშვილის კაბინეტიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ იქნებიან.
ამავდროულად, ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე საპარლამენტო დელეგაცია ჩამოყალიბდება, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკომპლექტებული. მათივე თქმით, სურვილის შემთხვევაში აღნიშნული დელეგაცია ღია იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის.
0
0