16/11/2024
18:16
სპორტი
უკრაინის ნაკრებისა და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელმა, რომან იარემჩუკმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ ნამდვილად კარგი გუნდია. ეს გამოვლინდა არა მხოლოდ ჩვენთან მატჩებში, არამედ სხვებთანაც. ევროპის ჩემპიონატზე კი ყველამ დაინახა, რომ მათ ახლა „ოქროს თაობა“ ჰყავთ.
არიან ფეხბურთელები, რომლებთანაც ვთამაშობდი, გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად „გენკში“ გამოვდიოდი. მათი სათამაშო დონე ვიცი და რთულ მატჩს ველი.
გარდა ამისა, შეხვედრა მეტოქის სტადიონზეა. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებულად უნდა მოვემზადოთ და მოწინააღმდეგეებს დიდი ყურადღება მივაქციოთ“, – განაცხადა იარემჩუკმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ინტერვიუში.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინას დღეს, 16 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024