საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს სძლია - U21
26/03/2024
18:58
სპორტი
A-
+A
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი 2:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და შორიდან ლამაზი გოლით ოდიშარიამ დააწინაურა. კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ერთხელ მასპინძლები ძელმა იხსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე გიბრალტარელთა მცველ დუჰანს მოხვდა და პენალტით მეტოქის კარი კვერნაძემ დალაშქრა.
რამაზ სვანაძის გუნდი 13 ქულით მეორე ადგილზეა და 5 სექტემბერს მოლდოვას უმასპინძლებს.
sportall.ge
0
0
165
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%