
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს.
- გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 10 პასი და 10 გოლი აქვს გატანილი.
- გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან მეორე მატჩშიც დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე უკვე 20 გოლია. იგი ბომბარდირთა დავაში შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო მიუახლოვდა.
- ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა და თემურ ქეცბაიას (17) გადაასწრო.
ერევანში დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა – დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდნენ. ნიკა კვეკვესკირის ნაცვლად ფრანგმა სპეციალისტმა ძირითდ შემადგენლობაში ანრი მექვაბიშვილი დააყენა, ხოლო ირაკლი აზაროვი გიორგი წიტაიშვილმა შეცვალა.
შეხვედრა კი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და მისი ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026