10/11/2024
19:27
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩების სერიის პირველი მატჩში „ოლ ბლექს XV“-თან ჩაატარა, რომელიც ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების უახლოესი რეზერვის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და 13:31 დამარცხდა.
„ბორჯღალოსნებმა“ თამაში სწრაფად დაიწყეს, მეტოქის ნახევარზე აქტიურად ითამაშეს და შედეგიც მიიღეს – მე-9 წუთზე ვანო კარკაძემ ანგარიში გახსნა, ლუკა მატკავამ ლელო ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.
თუმცა ზელანდიელებმა საპასუხო შეტევაში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპაუხა და პირველი ტაიმი „ოლ ბლექსმა“ 19:13 მოიგო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი „ბორჯღალოსნები“ 14 მორაგბით დარჩნენ – არბიტრმა ვასილ ლობჟანიძეს ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი 10 წუთით დაატოვებინა.
ზელანდილებმა მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფად მოახერხეს ლელოს დადება, მატჩის ბოლომდე კიდევ ერთხელ მოახერხეს საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება და საბოლოოდ შეხვედრის გამაჯვებამდე მიყვანაც აღარ გასჭირვებიათ.
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტეტსებზე კიდევ ორი მატჩს გამართავს – 17 ნოემბერს გენუაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 24-ში კი თბილისში ტონგას უმასპინძლებს.
0
0