13/11/2024
17:33
სპორტი
თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ასევე, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი იმყოფება.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების პროგრესს ხაზი გაუსვა.
„საქართველოში პირველად ვიმყოფები და ბედნიერი ვარ. საფრანგეთში დავიბადე თუმცა ჩემი ფესვები სომხეთიდანაა. საქართველო და სომხეთი ძმები არიან. აქ ფიფას პრეზიდენტთან ერთად ვარ და და მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო უკეთესი ხდება, როგორც ფეხბურთის დონის, ასევე ინფრასტრუქტურის მხრივ. მნიშვნელოვანია ფიფას თანამშრომლობა ასეთი პატარა ქვეყნებისთვის.
მიხარია, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ცოტა ხნის წინ მას შევხვდი, ვესაუბრე. ძალიან კარგად მუშაობს და რაც თქვენ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი ფეხბურთელები, ქართული მენტალიტეტი და ქართველი ფანები გერმანიაში ძალიან გამორჩეული იყვნენ. საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.
მსოფლიოს 20 წლამდე თასის მასპინძლობის შესაძლებლობა, როგორც თქვენთვის, ასევე ფეხბურთისთვის ძალიან კარგია. ახლა განხილვის პროცესია, ვმსჯელობთ საკითხებზე. საქართველოში ფეხბურთის განვითარება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. ესაა სახელმწიფოსა და ფედერაციების კარგი მუშაობის შედეგი. კარგი ახალგაზრდა თაობა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, - განაცხადა ჯორკაეფმა.
ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ფიფას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების წარმოჩენაა.
0
0