23/04/2024
15:05
სპორტი
საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის მატჩი ბულგარეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით მოიგო. შეხვედრა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 7:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული იყვნენ ივან კარელინი, ვიტალი ძიოვი, არტემ კოზიულინი, არტემ კურბატოვი, ბორის კოჩკინი, ოლივერ ობოლგოგიანი და ივან მაროვი.
23 აპრილს საქართველო ახალ ზელანდიას შეხვდება, 25 აპრილს თურქეთს, 27 აპრილს ტაივანს, 28 აპრილს ბელგიას.
გასულ წელს საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონის A ჯგუფში თამაშობდა. გუნდმა ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო,
საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
გასულ წელს საქართველოს ჰოკეის ფედერაციას მოუწია გულშემატკივრებისთვის აეხსნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ბევრ მოთამაშეს ოჯახური კავშირი აქვს საქართველოსთან.
0
0