საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს მართავს. მისი მეტოქე ჩეხეთია. პირველი ტაიმი საქართველომ მიქაუტაძის გოლით 1:0 მოიგო.
მატჩი ჩეხეთის დიდი უპირატესობით დაიწყო. ივან ჰაშეკის დავალებით მეტოქე ბურთის საჯარიმოში ჩაწორებას მაქსიმალურად ცდილობდა, ფლანგებიდან, კუთხურებიდან თუ აუტებიდან. გიორგი მამარდაშვილის კართან შედეგად არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. მიტომაც იყო 30-ე წუთისთვის ჩვენი კარის მიმართულებით 13 დარტყმა და მამარდაშვილის 7 მოგერიება. ამიტომაც ჰქონდა პირველი ტაიმის შემდეგ მამარდას 9.9-ბალიანი შეფასება.
მატჩის ბოლო 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაამშვიდა, ჩეხები უკვე წესების დარღვევით ცდილობდნენ სწრაფი ქართველების შეჩერებას. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.
0
0