22/11/2024
12:45
სპორტი
შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს 2024/25 წლების ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქესაც გავიგებთ.
წილისყრა ოთხი ეტაპისგან შედგება. C ლიგაში მეოთხე ადგილზე გასული ორი საუკეთესო გუნდი D ლიგის მეორე ადგილზე გასულ ორ გუნდს შეხვდება.
B ლიგაში მესამე ადგილზე გასული ოთხი გუნდი C ლიგაში მეორე ადგილზე გასულ ოთხ გუნდთან დაწყვილდება.
A/B ლიგის პლეი ოფშიც იგივე ხდება და ოთხი წყვილი გვეცოდინება – A ლიგის მესამეადგილოსნები B ლიგის მეორეადგილოსნებს შეხვდებიან.
რაც შეეხება უმაღლეს, A ლიგაში საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრებებს, ჯგუფების გამარჯვებულები მეორეადგილოსნებთან მეოთხედფინალში დაწყვილდებიან და დაიწყებენ ბრძოლას ტიტულისთვის. ერთა ლიგის ფინალი 2025 წლის ივნისშია დაგეგმილი.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი, მათ შორის საქართველოს ნაკრები პირველ კალათშია განთესილი, ხოლო ჩვენი გუნდის პოტენციური ოთხი მეტოქე C ლიგიდან – მეორე კალათში. პლეი ოფი ორრაუნდიანი დაპირისპირებისგან შედგება, პირველი კალათის გუნდები საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
ვილი სანიოლის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან – სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 2025 წლის 20 და 23 მარტს ჩატარდება.
წილისყრის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი და პირველი არხი სპორტი 15:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
0
0